07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
გერმანიაში ფეხით მოსიარულეთა ზონაში შეჭრილმა მანქანამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

თავდასხმას გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მსხვერპლი მოჰყვა. 35 წლის მამაკაცი ნაქირავები მანქანით ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე, ქვეითად მოსიარულეთა ზონაში შევარდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. თავად თავდამსმხელმა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა მას სამართალდამცველებმა ესროლეს. ეჭვმიტანილი დაიჭრა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.

გავრცელებული ცნობით, თავდამსმხელი გერმანიის მოქალაქეა. დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა ჯერჯერობით სამართალდამცველები მომხდარს ტერაქტს არ უკავშირებენ.

დღის ამბები