07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
ერაყში ქურთი კორესპონდენტი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ერაყში ქურთი კორესპონდენტი, შიფა გარდი დაიღუპა. 30 წლის ჟურნალისტი მოსულში გზაზე დამონტაჟებული ბომბის ამოქმედების შედეგად გარდაიცვალა. ის ქალაქის გათავისუფლების ოპერაციას აშუქებდა.

აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრა ქურთული ტელეარხის ოპერატორიც. ერაყის სამთავრობო ძალები ამ დროისთვის მოსულის დასავლეთ რაიონებს უტევენ. ქალაქიდან 8 კილომეტრის მოშორებით მასობრივი სამარხიც იპოვეს, სადაც რადიკალი ისლამისტების მიერ მოკლული 4 ათასამდე ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა.

დღის ამბები