07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ღია კონფლიქტი მედიასთან - ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ სადილს არ დაესწრება

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ სადილს არ დაესწრება. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მედიასთან არსებული ღია კონფლიქტის ფონზე მიიღო და ამის შესახებ twitter-ის გვერდზე დაწერა.

ტრამპს 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებაზე არდასწრების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა სტუმრებს კარგი დროის გატარება უსურვა. თეთრ სახლში აკრედიტებული კორესპონდენტთა ასოციაციის წვეულება ადმინისტრაციაში 1921 წლიდან იმართება და მას თითქმის ყოველთვის ესწრებიან ცნობილი სახეები და პოლიტიკოსებიც. 2011 წლის წვეულებაზე ბარაკ ობამა ტრამპს ეხუმრა კიდეც, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის თეთრ სახლს სამორინედ გადააქცევდა.

დღის ამბები