07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
საფრანგეთის ქალაქ ნანტში პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენის საწინააღმდეგო აქცია არეულობით დასრულდა

არეულობით დასრულდა საფრანგეთის ქალაქ ნანტში პრეზიდენტობის კანდიდატის მარინ ლე პენის საწინააღმდეგო აქცია. ქალაქის ქუჩებში 3 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ისინი ნანტში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ დღეს დაგეგმილ სახალხო ყრილობას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა მაღაზიის ვიტრინები დაარბიეს და სამართალდამცველებს ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლეს, საპასუხოდ კი პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკების დროს 13 ძალოვანი დაშავდა, 10-მდე მომიტინგე კი დააკავეს.

დღის ამბები