07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
წლის ყველაზე ცუდი მსახიობი...- ოსკარის ცერემონიამდე ე.წ. ანტი ოსკარის მფლობელები გამოავლინეს

ოსკარის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ტრადიციულად ე.წ. ანტი ოსკარის მფლობელების ვინაობა გახდა ცნობილი. წლის ყველაზე ცუდი ფილმი დოკუმენტური ნამუშევარი ჰილარის ამერიკა: დემოკრატიული პარტიის საიდუმლო ისტორია გახდა. ფილმს კიდევ 3 ოქროს ჟოლოს ქანდაკება ერგო. მისი რეჟისორი დინეშ დი საუზა წლის ყველაზე ცუდ რეჟისორად და მსახიობად დასახელდა, ქალებს შორის ამავე ნომინაციაში კი სურათში ჰილარის კლინტონის როლის შემსრულებელმა რებეკა ტერნერმა გაიმარჯვა.

ჟოლოს 4 ქანდაკება გადასცეს ფილმ ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგაც. სურათის მთავარი გმირების ბენ აფლეკისა და ჰენრი კევილის თანამშრომლობა წლის ყველაზე ცუდ დუეტად შეფასდა.

დღის ამბები