07 ოქტომბერი 2024,   08:17
ვრცლად
ალექსეი ნავალნი რუსეთის ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

განცხადება 40 წლის ნავალნიმ ეკატერინბურგში, საარჩევო კამპანიის რეგიონული ოფისის გახსნის დროს გააკეთა. ოპოზიციის ლიდერის თქმით, კრემლი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს, თუმცა ნავალნის მტკიცებით, ის რუსეთში ხელისუფლების შესაცვლელად ბოლომდე იბრძოლებს.

დღის ამბები