07 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
სოლიდარობის მარში უკრაინაში - კიევში ოკუპაციის წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავენ

უკრაინაში ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგობის დღეს აღნიშნავენ. ნახევარკუნძულის მოსახლეობის მხარდასაჭერად კიევში სოლიდარობის მარში მიმდინარეობს. ანალოგიური აქცია პირველად 2014 წლის 26 თებერვალს სევასტოპოლში, ყირიმის უზენაესი სასამართლოს შენობასთან გაიმართა. მაშინ ათასობით ადამიანი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ნახევარკუნძულის რუსეთთან მიერთების წინააღმდეგ გამოვიდა.

თარიღს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. პეტრე პოროშენკოს თქმით, დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს კიევი მხარდაჭერის გარეშე არ დატოვებს.

დღის ამბები