07 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
ძლიერი ხანძარი იტალიის ქალაქ ოდერცოში - განადგურდა 30 ათასი კვადრატული მეტრის სიდიდის შენობა

ძლიერი ხანძარი მოხდა იტალიის ქალაქ ოდერცოში, ცეცხლი სავაჭრო ცენტრს მოედო. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.

სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. შედეგად სრულიად განადგურდა 30 ათასი კვადრატული მეტრის სიდიდის შენობა. გამოძიება ხანძრის მიზეზებს იკვლევს.

დღის ამბები