07 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
სირიის ქალაქ დუმაში ავიაიერიშებს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავიაიერიშებს სირიის ქალაქ დუმაში, სადაც მეამბოხეები სამთავრობო ძალებს ნაპალმის გამოყენებაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, თუ როგორ ებრძვიან მაშველები ხანძარს.

ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

სამთავრობო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ქალაქ ჰომსზეც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.

დღის ამბები