07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა - ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში პროცედურებსა და წესებს განმარტავს

ბრიუსელში დღეს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხსა და ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე, ევროკაშირის ქვეყნების ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათში დაიწყება.

გადაწყვეტილება ტექნიკური ხასიათის იქნება, თუმცა ამის შემდეგ უკვე ახალ რეგულაციას ხელს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მოაწერენ.

ახალი რეგულაცია ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღე გავა. სწორედ ამის შემდეგ შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილდნენ უვიზოთ შენგენის ზონაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, ნატალია საბანაძე უვიზო მიმოსვლის დეტალებსა და გადაადგილების შესაძლებლობებს კიდევ ერთხელ განმარტავს.

„ბიომეტრიული პასპორტები, გარკვეული დოკუმენტაცია მაინც საჭირო იქნება, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, რადგან უცებ რაღაც პრობლემები შეიძება შეიქმნას. ამიტომ კარგი იქნება თუ აქვთ ჯავშანის დასტური, რისთვის მიემგზავრებიან, ანუ უნდა იყვნენ მზად, იმისთვის რომ საზღვარზე კითხვებს დაუსვამენ და პასუხი უნდა გასცენ. სამი თვის განმავლობაში შენგენის ზონაში მათ შეუძლიათ იმოძრაონ, მაგრამ სამი არის, რაც შეიძება დაჰყონ,“ - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

დღესვე მინისტრები ე.წ. შეჩერების მექანიზმის საკითხსაც განიხილავენ. საქართველოს ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს მოქალაქეებისთვის განმარტავს დროებითი შეჩერების მექანიზმთან დაკავშრებით არსებულ პროცედურებს, ასევე იმ წესებს, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა.

„თუ მოქალაქეები მასიურად დაარღვევენ უვიზო რეჟიმის პირობებს, მაგალითად, მოხდება დარჩენა, სამ თვეს გადააჭარბებენ, საბუთები არ ექნებათ, მასიურად მოხდება თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა, თუ არ იმუშავებს რეადმისია, როგორც ეს აქამდე მუშაობდა, ეს არის ის სამი ძირითადი პირობა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, ნებისმიერ ერთ წევრ სახელმწიფოს შუძლია დააყენოს საკითხი, რომ ამუშავდეს შეჩერების მექანიზმი,“ - აცხადებს საბანაძე.

 

 

დღის ამბები