07 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
რუმინეთში საპროტესტო აქციები გრძელდება - აქციაზე ევროკავშირის დროშა გამოსახეს

რუმინეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. დედაქალაქის მთავარ მოედანზე კვლავ ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვა. დემონსტრანტებმა აქციაზე ევროკავშირის დროშა გამოსახეს.

მიტინგები ქვეყანაში ერთი თვეა იმართება. მიზეზი მთავრობის განკარგულება გახდა, რომელიც მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებდა.

სახალხო პროტესტის გამო, ეს განკარგულება გააუქმეს და შესწორებებიც შეიტანეს, თუმცა გამოსვლები კვლავ გრძელდება.

დღის ამბები