07 ოქტომბერი 2024,   08:22
ვრცლად
ყირგიზეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრებას აპროტესტებენ

ყირგიზეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაპატიმრებას აპროტესტებენ. ასობით ადამიანი შეიკრიბა ბიშკეკში, უშიშროების სამსახურის შენობასთან, სადაც კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ომურ-ბეკ ტეკე-ბაევი გადაიყვანეს. ის საპარლამენტო ფრაქცია ატა-მაკენს ხელმძღვანელობს.

ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ტეკე-ბაევის დაპატიმრება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან ხელისუფლებას არ სურს ამ არჩევნებში მისი მონაწილეობა დაუშვას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბიშკეკის აეროპორტში დააკავეს. პროკურატურა მას მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები