07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
თეთრი სახლის თანამშრომლებს მედიაში ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად მობილურ ტელეფონებს უმოწმებენ

თეთრი სახლის თანამშრომლებს მედიაში ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად მობილურ ტელეფონებს უმოწმებენ. გავრცელებული ცნობით, პრესსპიკერმა, შონ სპაისერმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე კოლეგები შეხვედრაზე დაიბარა და მოსთხოვა პირადი მობილური ტელეფონები შესამოწმებლად ჩაებარებინათ.

სპაისერმა შეხვედრაზე მყოფი თანამშრომლები გააფრთხილა, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ თუ პრესაში ტელეფონების შემოწმების ამბავიც მოხვდებოდა. 

დღის ამბები