07 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ევროსაბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  

მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, რეგულაციაში შევიდა ცვლილება და საქართველო გადავიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შენგენის ზონაში გადაადგილება შეუძლიათ.

საბოლოო გადაწყვეტილებას ხელს 1 მარტს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მოაწერენ.  

დღესვე, საბჭომ პოზიტიური გადაწყვეტილება ე.წ. დროებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებითაც მიიღო.

დღის ამბები