07 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
"რამდენიმე კვირაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება, გილოცავთ!" - იოჰანეს ჰანი

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადავიდა, რომელთა მოქალაქეებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან.

მისი თქმით, საქართველომ უვიზო მიმოსვლისთვის ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროკომისრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.

"ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა დარჩენილია ადმინისტრაციული საკითხები და უნდა ველოდოთ, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი რეალურად ამოქმედდება. გილოცავთ, ეს არის დანაპირების შესრულება, რომ თუ საქართველო ჩვენს ყველა მოთხოვნას შეასრულებდა, უვიზო რეჟიმსაც მიიღებდა.

"იმედი მაქვს, რომ ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობით ახლა უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები. ეს ახალი შესაძლებლობაა ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისთვისაც. ასე რომ, გამოიყენეთ ის," - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.

დღის ამბები