07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
24 ნომინაცია და წლის გამარჯვებულები - ამერიკის კინოაკადემიამ რჩეულები გამოავლინა

24 ნომინაცია და წლის გამარჯვებულები. ამერიკის კინოაკადემიამ რჩეულები 89-ედ გამოავლინა. La La Land ოსკარის რიგით 89-ე ცერემონიის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. სურათმა 6 ოქროს ქანდაკება მიიღო, მათ შორის წლის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. 32 წლის დემიენ შაზელი კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელსაც ეს ტიტული მიანიჭეს.

ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ემა სტოუნი ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს.

მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად კი ფილმ მანჩესტერი ზღვის პირას შესრულებული როლისთვის კეისი აფლეკი დასახელდა. 

წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კინო დაჯილდოება 225 ქვეყანაში უჩვენეს. შოუს ყველაზე უჩვეულო კულმინაციით წელს ამერიკელი კომიკოსი ჯიმი კიმელი უძღვებოდა.

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

დღის ამბები