07 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიას დაესწრო

მიხეილ ჯანელიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს 34-ე სესიას დაესწრო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს, ქვეყანაში ბოლო პერიოდში ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით ჩატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ამ მხრივ არსებულ სავალალო ვითარებაზე.

„აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადაკვეთის პუნქტების მუშაობა ისევ შეჩერებულია. ამ უკანონო ქმედების მიზანია კიდევ უფრო გაართულოს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა. ეს ნაბიჯები მიმართულია საქართველოს მთავრობის ჩართულობის პოლიტიკის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონის სრულ იზოლირებას საერთაშორისო საზოგადოებისგან. ჩვენ მზად ვართ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს გავუზიაროთ საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული პოლიტიკისა და რეფორმების ყველა დადებითი მხარე,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები