07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
გერმანია თურქეთს გერმანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს

გერმანიის საგარეო უწყება თურქეთს გერმანელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვს. გაზეთ "დი ვალტის" კორესპოდენტი თურქეთში 1 კვირის წინ დააკავეს. ის გუშინ პირველად დაკითხეს.

დაკავებული ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერასა და პროპაგანდაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჟურნალისტი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და თურქეთის მთავრობას მედიის დამოუკიდებლობის პრინციპი შეახსენა.

დღის ამბები