07 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში დღეს კონგრესს ერთთვიანი მუშაობის შედეგებს გააცნობს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში დღეს კონგრესს სიტყვით მიმართავს და ერთთვიანი მუშაობის შედეგებს გააცნობს. დემოკრატი კანონმდებლები კი, ახალი ადმინისტრაციის რუს მაღალჩინოსნებთან კავშირის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისიის შექმნას მოითხოვენ.

პრესკონფერენციაზე კონგრესის წარმომადგენელმა პალატის დემოკრატთა ლიდერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ინაუგურაციიდან 40 დღის მანძილზე პრეზიდენტ ტრამპს და რესპუბლიკელთა კონგრესს თითი არ გაუნძრევიათ სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ძირითადად მნიშვნელივანი საკითხებიდან, მათ შორის რუსეთის თემიდან, ყურადღება გადააქვთ.

რუსეთთან კავშირებზე საუბრების გააქტიურებას დონალდ ტრამპმა Twitter-ის საშუალებით, ჯერ კიდევ კვირას უპასუხა. მან დაწერა, რომ რუსეთის თემა საარჩევნო მარცხის და ინფორმაციის უკანონოდ გაცემის ფაქტების გადასაფარად ხდება.

უმცირესობის ლიდერები კონგრესის ორივე პალატაში აკრიტიკებენ ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას. სენატის უმცირესობის ლიდერი ამბობს, რომ კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე პრეზიდენტის გამოსვლის დროს, ისევ პოპულისტურ განცხადებებს ელოდება.

შეერთებული შტატების კონსტიტუცია მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა კონგრესს ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დროდადრო მიაწოდოს. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ეს წელიწადში ერთხელ, კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე პრეზიდენტის მოხსენებით ხდება. 

 

დღის ამბები