07 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ყირგიზეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

ყირგიზეთის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ომურ-ბეკ ტეკე-ბაევის მხარდამჭერები ბიშკეკის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ლიდერის გათავისუფლება მოითხოვეს.

დემონსტრაციაში მონაწილეობდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი როზა უტუნბაევა. ოპოზიციური პარტიის ატა-მაკენის ლიდერი რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ბრალდებით ბიშკეკის აეროპორტში დააპატიმრეს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლება ცდილობს ტეკე-ბაევს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს. 

დღის ამბები