07 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ამერიკული მედია ჩურკინის შესაძლო მოწამვლის შესახებ წერს

ამერიკული მედია ჩურკინის შესაძლო მოწამვლის შესახებ წერს. NBC-ის ცნობით, ექსპერტიზამ რუსი დიპლომატის ორგანიზმში, კერძოდ თირკმელში შხამი აღმოაჩინა. სტატიის თანახმად, დიპლომატმა გვიან ივახშმა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა რადიო ეხო მოსკვის მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი. მისი თქმით, არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომელშიც წერია, რომ ჩურკინი საკვებით მოწამლეს.

გაეროში რუსეთის ელჩი 20 თებერვალს გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

დღის ამბები