01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას არ აღიქვამს სერიოზულად - ვახტანგ ლეჟავა

ეკონომისტი ვახტანგ ლეჟავა გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის შესახებ საუბრობს და არსებულ სიტუაციას „დრამატულად“ აფასებს.

„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოებას არ აღიქვამს სერიოზულად. მათ იქამდე გადაწიეს ის წითელი ხაზი, სადამდეც ჩათვალეს, რომ ეს წითელი ხაზი გადაიწეოდა. ეს არის ჰიბრიდული სამოქალაქო ომი და სამოქალაქო საზოგადოებაც უნდა შეძლოს, გამოიმუშაოს ამ ომის შესაბამისი რეაქციები,“ - განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ.

მისი თქმით, „არ არის მარტო რუსთავი2-ში საქმე, ეს არის სამოქალაქო საზოგადოებისთვის  სივრცის შეზღუდვა, შეტევაზე გადასვლა“.

ლეჟავა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მიერ სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთებულ შეთავაზებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ელეგანტური წინადადებაა, მაგრამ ამის იმედად არავინ არ უნდა იყოს. ჩენ უნდა შევძლოთ ეს წითელი ხაზები დავიცვათ, აღვადგინოთ, გადავწიოთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ენერგია, მოთმინება, უნარი და თავისუფლების სიყვარული“. 

დღის ამბები