01 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
ჩემი სურვილია, რომ თქვენი დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი - მამუკა მდინარაძე

„ძალადობრივი მეთოდებით, ეს აღსრულება ნამდვილად არ უნდა მოხდეს,“ - საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

“ვერ ვისაუბრებ რუსთავი2-ის დავაში რომელიმე მხარის მაგივრად, თუმცა ერთ რამეში შემიძლია, დავეთანხმო პრეზიდენტს, რომ ძალადობრივი მეთოდებით, ეს აღსრულება იქნება თუ სამართლებრივი სხვა მოქმედება, ნამდვილად არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ნამდვილად ცუდ ასოციაციებს იწვევს. გარდა ამისა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ეს ხელს არ შეუწყობს. ჩემი სურვილია, რომ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის, თქმით, არსებობს მართლმსაჯულების სისტემა და კანონმდებლობა, რომლის შესრულების ვალდებულება აქვს ყველას, შესაბამისად ნებისმიერი ზეწოლა არის ზედმეტი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე, აღნიშნავს, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ურთიერთდაპირისპირება.

 

 

ავტორი: ანა წერეთელი 

დღის ამბები