01 ოქტომბერი 2024,   03:40
ვრცლად
პოლიციას არ ჰქონდა თანმიმდევრული გეგმა უსაფრთხოების ეფექტური უზრუნველყოფის - არასამთავრობო ორგანიზაციები ბათუმის მოვლენებს აფასებენ

დაპირისპირება ბათუმში- არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნები, მომხდარ ძალადობასა გმობს და ხელისუფლებას სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

როგორც საგანგებო განცხადებაში წერია, უნდა დადგინდეს, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. სამართალდამცველებმა მიუკერძოებლად უნდა შეისწავლონ განვითარებული მოვლენები იყო თუ არა მართული.

ისინი მოუწოდებენ ასევე პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ, საკუთარ ქმედებებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისებისგან.

“შეკრების მიმდინარეობის გარკვეულ ეტაპზე აქციის მონაწილეთა ნაწილის ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. მათი ქცევა აღარ იყო უკვე მშვიდობიანი, ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია, კანონის შესაბამისად და ქცევის შესაბამისი პროპორციული ზომები გამოიყენოს იმისათვის, რომ დაიცვას წესრიგი. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, რომ გამოიძიონ მიმდინარე მოვლენები ეფექტურად, სრულყოფილად და ობიექტურად,“ - განაცხადა საიას იურისტმა, ნონა ქურდოვანიძემ.

პოლიციის მუშაობის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

„ჩანდა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების თუ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან სიტუაციის ესკალაციის მცდელობა და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არ მოახდინა არაპროპორციული ძალის გამოყენება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა აჩვენებდა, რომ პოლიციას არ ჰქონდა უსაფრთხოების ეფექტური უზრუნველყოფის ერთიანი და თანმიმდევრული გეგმა,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე.

დღის ამბები