01 ოქტომბერი 2024,   03:43
ვრცლად
ჩემთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან ისინი თბილისის მერიასთან - დავით ნარმანია ხანძრის შედეგად დაზარალებულებზე

„თბილისის მერია იღებს მხოლოდ განცხადებას იმისთვის, რომ იყოს ინფორმირებული ქალაქში გასამართ სხვადასხვა საპროტესტო აქციებთან თუ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სხვა რაიმე წერილობითი ნებართვა, თანხმობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის მერიისგან არ გაიცემა. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ რჩებიან ისინი თბილისის მერიასთან,“ - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მოთხოვნების საპასუხოდ გააკეთა.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია არ არის ის უწყება, რომელიც კარვების გასაშლელად რაიმე ოფიციალურ ნებართვას გასცემს.

„ამ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვა არის თავისუფალი. ბოლო 4-5 წელია ეს ასეა, მას მერე, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიასთან არიან შეკრებილები და კანცელარიის შენობასთან კარვების გასაშლელად მერიისგან ნებართვას ითხოვენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები