04 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
"ის შეფასებები, რომლებიც აქ კეთდებოდა ეფუძნებოდა ძირითადად დამახინჯებულ ფაქტებს" - გიორგი კახიანი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პარლამენტში მისი ოპონენტების გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, ის შეფასებები რომლებიც გაკეთდა  ეფუძვნებოდა უსაფუძვლო კრიტიკას.

“ჩემდა სამწუხაროდ ის შეფასებები, რომლებიც აქ კეთდებოდა ეფუძნებოდა ძირითადად დამახინჯებულ ფაქტებს, დემაგოგიას, უსაფუძვლო კრიტიკას, ეს თქვენი არჩევანია ძვირფასო ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ვერ მივიღებ კრიტიკას  ოკუპირებული ტერიტორიებში არსებული მდგომარეობის შესახებ იმ პოლიტიკური გუნდისგან, რომელიც ვერც კი ათვითცნობიერებს, რომ ის, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია“ - განაცხადა კახიანმა.

დღის ამბები