03 მაისი 2024,   22:56
ვრცლად
"ბრალდებები ვნახეთ დღეს"- მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

"ბრალდებები ვნახეთ დღეს,“- ასე შეფასა პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

„პრეზიდენტს მინდა მადლობა გადავუხადო, თუნდაც იმ რამდენიმე წინადადებისთვის, როდესაც ის შეეხო წარმატებულ რეფორმებს. თუმცა არ შეიძლება სახელ არ დაერქვას გამოსვლის დიდ ნაწილს, განსაკუთრებით დასაწყისს და დაბოლოებას, არსებობს კრიტიკაც, უტრირებული კრიტიკაც, დაბრალებაც, ბრალდებებიც. ბრალდებები ვნახეთ დღეს. გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ კრიტიკა და პოზიტივი არა, ბრალდებები და პოზიტივები აირია ერთმანეთში, ბრალდებების ტონი გაცილებით ხისტი იყო,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაგეგმილზე მეტი ეკონიმიკური ზრდა არის.

მამუკა მდინარაძემ ოპონენტების გამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი.

„არ მინდა ბევრი ვისაუბრო ოპოზიციის ზღვარგადასულ პოპულიზმზე. ტყუილი იყო, რომ ვინმემ თქვა, რომ პენსია არ გაიზრდება,“- განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს პარლამენტში მოისმინეს ზოგადი, აბსტრაქტული, არასაგნობრივი და შინაარსობრივი ბრალდებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები