04 მაისი 2024,   00:59
ვრცლად
"ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ" - ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან მისი ოპონენტების სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით,  ის ისმენს მოსაზრებებს, რომლებიც ძალიან შორს დგას დემოკრატიის არსისა და ჩარჩოებისაგან.

“ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვუსმენთ. წინა ხელისუფლება არავის არ უსმენდა. ქვეყანა ერთ დიდი ციხედ აქცია, ტერიტორიები დაკარგა და დაღუპვის პირას მიიყვანა ჩვენი ხალხი. ჩვენ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ დღეს მაქვს განცდა, რომა ხალი ხელისუფლებაც არ ცვლის ბევრ რამეს და იგივე გზით მიდის სამწუხაროდ. ვხედავ და ვისმენ მოსაზრებებს, რომლებიც ძალიან შორს დგას დემოკრატიის არსისა და ჩარჩოებისაგან,“ - განაცხადა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

“ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყნის დეპუტატები ჩვენ ვართ ძალიან გაჭირვებული ქვეყნის პარლამენტი. არ ეტყობა ჩვენს პარლამენტს, რომ ვართ ამ ღარიბი ქვეყნის პარლამენტი, არ ეტყობა არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არც პრემიერის აპარატს არ ეტყობა. მე ყველას მოვუწოდებ შემცირდეს ხარჯი იმისათვის, რომ  გადავარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეები“- აღნიშნა ინაშვილმა.

დღის ამბები