04 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
"თქვენი მმართველობის შედეგი არის, რომ ცხოვრება გაძვირდა"- სერგი კაპანაძე ხელისუფლებას მიმართავს

„ბოლო 6 თვეა არცერთხელ მთავრობა პარლამენტში სესიაზე არ მოსულა ჩვენთან სადებატოდ და პრობლემებზე სასაუბროდ,“- ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ოპოზიციის წევრმა მმართველი გუნდი გააკრიტიკა.

„რეალობა არის ის, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოხვედით, ლარი გაუფასურდა, ეს პირდაპირ ყველა მოქალაქის ჯიბეზე აისახა, თქვენი მმართველობის შედეგი არის, რომ ცხოვრება გაძვირდა, ფასები გაძვირდა, თქვენ მიერ გატარებულმა კვაზი რეფორმებმა ტრანსპორტზე ფასი გააძვირა. ინფლაცია არის გაზრდილი, პრობლემა არის სოციალური მდგომარეობა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ და ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა პენსიის გაზრდას არ აპირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები