04 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
მთლიანად ვეთანხმები პრეზიდენტს თავის სურვილებში, საქმე იმაშია როგორ უნდა მივაღწიოთ ამას - ზვიად ძიძიგური

მმართველი გუნდის წევრი ზვიად ძიძიგური პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის  და მისი ოპონენტების გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, ის ეთანხმება პრეზიდენტის გამოსვლაში გამოთქმულ სურვილებს.

“მთავრობის წარმომადგენლები იმის დასტურად რომ პატივს სცემენ პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრემიერი, მინისტრები ესწრებოდნენ პრეზიდენტის მოხსენებას. ისინი წავიდნენ, მაგრამ ამას უპატივცემულობაში ნუ ჩამოვართმევთ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იყვნენ და წავიდნენ. მაგრამ არა მგონია ისინი ვინმემ უპატივცემულობაში დაადანაშაულოს.

"მთლიანად ვეთანხმები პრეზიდენტს თავის სურვილებში თუ მას როგორი საქართველო უნდა. მას უდნა მთლიანი საქართველო, მაღალი ეკონომიკური ზრდა. იგივე გვინდა ყველას ვინც ამ დარბაზში ვსხედვართ. საქმე იმაშია როგორ უნდა განვახორციელოთ, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას,“ - განაცხადა ძიძიგურმა.     

დღის ამბები