03 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
ბარ-რესტორნებში დახარჯული 120 ათასი - მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონი გამოიყო

სამოქალაქო სექტორი მერიის დაქვემდებარებაში არსებული მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ერთწლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს. სპეციალურად ამ ცენტრისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 მილიონი გამოიყო, თუმცა როგორც ირკვევა, მცირე ბიზნესის გასავითარებლად მხოლოდ თანხის მეოთხედი დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მერიიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა სხვადასხვა პროექტზე 670 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა რა შედეგის მომტანი იყო ეს პროექტები ქალაქში მეწარმეობის განვითარებისთვის, უცნობია.

პრემია-დანამატების გარდა მხოლოდ 120 ათასი სხვადასხვა ბარ-რესტორანში ცენტრის თანამშრომლების მომსახურება დაჯდა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დავით ნარმანიამ მის მეგობარსა და ყოფილ ვიცემერს, ალექსანდრე მარგიშვილს, მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის შეუქმნა. ამ ფაქტის გათვალისწინებით ოპოზიცია მერიაში არსებულ სავარაუდო მასშტაბურ კორუფციაზე საუბრობს.

 

დღის ამბები