04 მაისი 2024,   00:00
ვრცლად
სირიაზე თავდასხმა - რუსეთის საპასუხო რეაქცია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე

სამოქალაქო ომის დაწყებიდან 6 წლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა სირიის სამხედრო ობიექტებზე პირველი ავიადარტყმა განახორციელა. დონალდ ტრამპმა, რომელიც სირიაში სამხედრო ჩარევისთვის ობამას ადმინისტრაციას საარჩევნო კამპანიამდე ხშირად აკრიტიკებდა.

ამ შემთხვევაში კი აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით სწრაფად შეირჩა სამიზნეც და იერიშიც დაიწყეს. ავიაიერიშის შემდეგ დონალდ ტრამპის მიმართ რუსეთმა ტონი შეიცვალა. ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი კოლეგა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიასა და საერთაშორისო ნორმების უპატივცემლობაში დაადანაშაულა.

სირიის ლიდერი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას უგუნურ და უპასუხისმგებლო ნაბიჯს უწოდებს. ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო დღევანდელი დაბომბვების საპასუხო გადაწყვეტილებები. შეჩერებულია ამერიკელებთან 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმი სირიაში ავიაინციდენტების პრევენციის შესახებ. 

12 აპრილს მოსკოვში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იგეგმება, თუმცა ალ-შაირათის ბაზის დაბომბვის შემდეგ, შესაძლოა, რექს ტილერსონის გრაფიკში ცვლილებები შევიდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები