04 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და ვფიქრობ, ეს არ ასახავს სინამდვილეს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის პარლამენტში სიტყვის გამოსვლას აფასებს. მისი თქმით  პრეზიდენტის მოხსენებაში ძალიან მძიმე სურათი დაიხატა და ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს.

“ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს არაერთ გზის, რომ ამ მოხსენებას აკლდა ობიექტურობა და მე სამწუხაროდ უნდა გავიზიარო  ეს მოსაზრება. ძალიან მძიმე სურათი დაიხატა პრეზიდენტის მოხსენებაში და მე ვფიქრობ ეს სურათი არ ასახავს იმ სინამდვილეს რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს ჩვენ ქვეყანაში.  რაც შეეხება რეალობას, რა თქმა უნდა არ არის ქართული რეალობა ისეთ ფერებში დახატული როგორც მაგალითად შვეიცარიაში, თუმცა ის სურათი რომელიც იყო წარმოდგენილი რეალობას არ შეესაბამება“ - განაცხადა კობახიძემ.  

პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ გამოსვლაში ასევე შეეხო, მედიის თავისუფლების საკითხს.

“2004 წლისთვის საქართველოში იყო ჩამოყალიბებული პლურალისტული მედია გარემო, არ იყო მონოპოლიზებული მედიასაშუალებები. რაც შეეხება 2004 წლის შემდგომ არსებულ მდგომარეობას, დაიწყო ხელისუფლებამ მიზანდასახულად მონოპოლიზაცია მთელი მედია სივრცის, დაიწყეს საზოგადოებრივი მაუწყებლით და შემდგომ უკვე მიადგნენ კერძო ტელევიზიებს. დაიწყო ეს ყველაფერი რუსთავი 2-ით. კარგად გვახსოვს როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში ეს ტელევიზია, შემდგომ გაგრძელდა პროცესები, გახსოვთ იბერიაში რა მოხდა, მზეში რა მოხდა, მეცხრე არხი როგორ იხურებოდა, ან როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში. იმედი პროცესები ყველას კარგად გვახსოვს. 2008 წლიდან მონოპოლიზაციის პროცესი განევრცო მთელ სივრცეზე და უკვე მცირე ოპოზიცურ არხებსაც გადაწვდა ხელისუფლება და რა ხდება 2012 წლის შემდგ, გათავისუფლდა საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლების კონტროლისგან და დაიწყო სამართლიანობის აღდგენის და ტელევიზიების აღდგენის პროცესი. ეს პროცესი დაიწყო ტელეკომპანია იმედში. ბოლო პროცესები უკავშირდებოდა რუსთავი 2-ს და სასამართლო სისტემის ფარგლებში ყველაფერი აღდგენილიყო. ეს პროცესები დასრულდება მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს დაადასტურებს იმას, რაც ყველამ ვიცით, რა მოხდა 2004 წლიდან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა  კობახიძემ.

დღის ამბები