02 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა ისე, რომ სისტემამ მიგვიყვანოს პარტიული და ევროპული დემოკრატიისკენ - დავით მათიკაშვილი

„დღევანდელი მოდელით ბენეფიტის მიღების შანსი ყველა ვარიანტში გააჩნია მმართველ ძალას,“ - ეს განცხადება პარლამენტისი ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ,  დავით მათიკაშვილმა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი დღეს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი სისტემის შეცვლას ცდილობს, რათა ევროპისკენ ნაბიჯები გადადგას.

„1990-იანი წლებიდან პროგრესს რომ ვერ მივაღწიეთ, აი, უკვე დღეს მივაღწიოთ პროგრესს, დღეს გადავდგათ ნაბიჯები პროგრესისკენ და ევროპისკენ და შევცვალოთ საარჩევნო სისტემა ისე, რომ ამ გამართულმა საარჩევნო სისტემამ მიგვიყვანოს რეალურად პარტიული და ევროპული დემოკრატიისკენ,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი განმარტებით, პროპორციულ სისტემაში პლურალიზმის პირობებში სტაბილურობაც უნდა შენარჩუნდეს, რათა ერთმა ძალამ ხელისუფლების ფორმირება მოახერხოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები