03 მაისი 2024,   12:15
ვრცლად
კომისიის დატოვების მთავარი მიზანი იყო იმ ფარსის მხილება, რაც ამ კომისიის მუშაობის პროცესში ხდება - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, შაბათის კურიერში საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას განმარტავს.

მისი განცხადებით, კონსტიტუციის ახალ ვარიანტში არცერთი საკითხი არ არის გაუმჯობესებული და მთავრობის მიერ მიწოდებული ინიციატივები საარჩევნო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

„კომისიის დატოვების მთავარი მიზანი იყო იმ ფარსის მხილება, რაც ამ კომისიის მუშაობის პროცესში ხდება. ხელისუფლებას უნდოდა შეექმნა ილუზია, თითქოსდა, ეს დოკუმენტი არის კონსენსუსი საფუძველზე შექმნილი, რომელშიც მონაწილეობს საზოგადოების ფართო წრეები," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძემ რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა, რომელზეც მმართველი გუნდთან ოპოზიცია შეთანხმებას ვერ აღწევს და, მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესი, გადაუნაწილებელი მანდატები და პრეზინდეტის უფლებამოსილებების შეზღუდვა.

რომან გოცირიძის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება შეუმჩნეველი არ რჩება. 

დღის ამბები