03 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
უპრეცენდენტოდ რეალისტურია შანსი, რომ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს - გიორგი კახიანი

„არ მგონია, რომ საფუძვლიანი, არგუმენტირებული და ობიექტური დამოკიდებულება იყოს ამ კომისიის მიმართ იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. თუ მათი მიზანი დესტრუქციას წარმოადგენს, ვერავინ აუკრძალავს, რომ კომისია დატოვონ,“ - ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ორი პოლიტიკური სუბიექტის მიერ საკონსტიტუციო კომისიის დატოვება.

გიორგი კახიანმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული პროექტით კონსტიტუცია უმჯობესდება და მას ოპოზიციის კრიტიკის არ ესმის.

„საკონსტიტუციო კომისას ძალიან წარმატებით საქმიანობს, უპრეცენდენტოდ რეალისტურია ის შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ათწლეულებს გაუძლებს,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დადებითად აფასებს მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებას, რომელსაც ოპოზიცია აკრიტიკებს. 

გიორგი კახიანმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი მოდელის სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, არარელევანტურია პრეზიდენტის არჩევის წესი მის კომპეტენციასთან. კახიანის თქმით, პრეზიდენტი სამართლებრივი სტატუსის თავლსაზრისით არ სუსტდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები