03 მაისი 2024,   05:33
ვრცლად
ყოფილი დეპუტატის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვასილ დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების განცხადებით, მას საჭირო დახმარება გაუწიეს და ახლა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

დავითაშვილს დღეს თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 10-მდე ჭრილობა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა. 

დაზარალებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელი თელავის მაცხოვრებელია და მას კრიმინალური წარსული აქვს.

დააკავა თუ არა შსს-მ ვასილ დავითაშვილზე თავდამსხმელი, ამ დროისთვის უცნობია.

ამავე თემაზე
დღის ამბები