02 მაისი 2024,   15:45
ვრცლად
ხელისუფლებამ მოაწყო სასაცილო სპექტაკლი ემზარ კვიციანის, მათი კომიკური პარტნიორის მონაწილეობით - ირაკლი კიკნაველიძე

პარტიაში მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ანგარიშის გადაფარვას საკანონმდებლო ორგანოში არასაპარლამენტო გარემოს შექმნით ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს 2 ინციდენტი მოხდა. პირველი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრს, ემზარ კვიციანსა და ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს შორის, როდესაც კვიციანმა დეპუტატებს კალამი და წყლით სავსე ჭიქა ესროლა. მეორე ინციდენტი კი ოთარ კახიძის ფიზიკური დაზიანებით დასრულდა. როგორც ცნობილია, დაპირისპირება დეპუტატების ოთახში მოხდა.

„ვახტანგ გომელაურის ანგარიშის გადასაფარად ხელისუფლება სხდომათა დარბაზში, როგორც ყველამ ვნახეთ, მოაწყო სასაცილო სპექტაკლი ემზარ კვიციანის, მათი კომიკური პარტნიორის მონაწილეობით, რომლის გაგრძელებაც იყო სწორედ ის, რაც მოხდა ქართული ოცნების დეპუტატსა და ევროპული საქართველოს წარმომადგენელს შორის. ეს კარგად მიუთითებს იმ გარემოზე, რომელიც დღეს პარლამენტში არის შექმნილი, იმ სრულიად არასაპარლამენტო გარემოზე, რომელიც მმართველმა პარტიამ შექმნა საკანონმდებლო ორგანოში,“ - განაცხადა პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს სპიკერმა, ირაკლი კიკნაველიძემ.

მან არ ისაუბრა იმ დეტალებზე, თუ რა ვითარებაში მოხდა დახურულ კარს მიღმაკამათი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ვახტანგ გომელაურის ანგარიშს უსმენენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები