02 მაისი 2024,   16:39
ვრცლად
"ჩვენ ვართ სუვერენული, აღიარებული ქვეყანა"- რაულ ხაჯიმბა

სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აფახაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე ისაუბრეს. რაულ ხაჯიმბას თქმით, რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით ქართული მხარის პასუხს ელოდება.

„აფხაზური მხარე მზადაა, ეს არის შესაძლებლობა, ჩვენს ბიუჯეტში გაჩნდეს დამატებითი შემოსავალი. ჩვენ ვართ სუვერენული, აღიარებული ქვეყანა და ეს საკითხი ცივილურად უნდა გადაწყდეს. თუკი ქართული მხარე მზად იქნება ამ საკითხისთვის, როგორც ბატონმა ლავროვმა განაცხადა, ეჭვი არ მეპარება, რომ პროცესი გადაწყდება და ის აფხაზეთისთვის სასარგებლო იქნება,“- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები