02 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
აქციები რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით - სტამბოლი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალა პარლამენტის დატოვების საკითხს განიხილავს. სახალხო რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას სასურველი შედეგის მისაღწევად ხმების გაყალბებაში ადანაშაულებს და განმეორებითი პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ბოლო დღეების ხმაურიანი აქციების ფონზე სტამბოლში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე სამართალდამცველები პატრულირებენ. მიუხედავად ამისა, მოძრაობა არას წევრები, რომლებიც ოპოზიციის მსგავსად, რეფერენდუმის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, შეკრებას დღესაც აპირებენ. პლებისციტის ლეგიტიმურობის საკითხს ეჭვქვეშ რიგითი მოქალაქეებიც აყენებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს ხელისუფლება. პრემიერმინისტრიც და პრეზიდენტიც აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ მხარდაჭერა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საარჩევნო ყუთებთან გამოხატა.

მეოთხე დღეა სტამბოლში რეფერენდუმის შედეგების გაუქმების მოთხოვნით აქციები იმართება. მორიგ აქციაზე, რომელიც ისევ ბეშიქთაშის რაიონში გაიმართა, პირველად გაისმა პრეზიდენტ ერდოღანის გადადგომის მოწოდება.

დღის ამბები