02 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
უნგრეთის პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ესტუმრა. ვიქტორ ორბანი თბილისში მეუღლესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. შეხვედრების ოფიციალური ნაწილი ხვალიდან დაიწყება.

უნგრეთის პრემიერმინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს ქართველ კოლეგასთან, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება. ხელი მოეწერება ხელშეკრულებებს ეკონომიკის, განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.

ორი ქვეყნის პრემიერები უნგრეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზეც გამოვლენ სიტყვით. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ ორბანი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

„უნგრეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან აქტიური მხარდამჭერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და შესაბამისად, პრემიერმინისტრის ვიზიტი სიმბოლოც არის საქართველოს მხარდაჭერის, მითუმეტეს იმ პირობებში, რაც ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უნგრეთი არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

„არის ძალიან დიდი შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების,“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

დღის ამბები