03 მაისი 2024,   22:45
ვრცლად
ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა. დღევანდელ სხდომას საქალაქო სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები აღარ დასწრებიან.

მათ ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი უკვე გუშინ გამოუტანეს, გუშინდელ სხდომაზე, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდა და დამატებითი დროც გამოიყენეს.

მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. თავად განსასჯელი ბრალს არ აღიარებს.

 

გარდაცვლილების ოჯახის წევრები მოსამართლის მიერ ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილისთვის უვადო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილების მიღებით კმაყოფილები არიან.

 

ადვოკატის, თამაზ კვახაძის, თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ.

 

პროკურორის, ზაზა დათუკიშვილის, განცხადებით, უვადო პატიმრობა ადეკვატური სასჯელია. 

დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 2016 წლის თებერვალში მოხდა. 

 

დღის ამბები