04 მაისი 2024,   04:03
ვრცლად
ბრიტანეთის დედოფალი დღეს 91 წლის გახდა

ბრიტანეთის დედოფალი იუბილარია. ელისაბედ მეორე დღეს 91 წლის გახდა. მონარქის პატივსაცემად ბუკინგემის სასახლის წინ კონცერტი გაიმართა, ჰაიდ პარკსა და თაუერთან კი საარტილერიო დანადგარებიდან გაისროლეს.

თავად იუბილარი დაბადების დღეს ტრადიციულად ოჯახთან ერთად, ოფიციალური ღონისძიებების გარეშე აღნიშნავს.

ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტი 1952 წლის შემდეგ უკავია და ასაკის მიუხედავად აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა.

დღის ამბები