13 დეკემბერი 2024,   07:59
ვრცლად
მესამე სექტორი და სახალხო დამცველი საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობს მიიღებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ხვალ მმართველ პარტიას გადაუნაწილებელ მანდატებზე ალტერნატიულ ვარიანტს წარუდგენენ. არასამთავრობოების შეთავაზება კენჭისყრაზეც დადგება და ის პარტიებს შორის გადაუნაწილებელი მანდატების მიღებული ხმების პროპორციულად გადანაწილებას გულისხმობს.

მესამე სექტორი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს და მმართველ პარტიას თხოვს, რომ ქვეყნის პირველი პირის არჩევის შესაძლებლობა კვლავ ამომრჩეველს დარჩეს.

არასამთავრობოების მოთხოვნებს ის კონსტიტუციონალისტები და ექსპერტებიც ეთანხმებიან, ვინც საკონსტიტუციო კომისიაში უკვე თვეებია მუშაობს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე იდენტურია არასამთავრობოებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებები.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ვენეციის კომისიას მიაწვდის. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ნეგატიურად აფასებს სახალხო დამცველიც.

სახალხო დამცველიც და არასამთავრობოებიც ხვალ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, კენჭისყრაში მონაწილეობს მიიღებენ. არასამთავრობოები მხარს არ დაუჭერენ ქვეყნის მთავარ კანონში სასამართლოს სისტემაში ცვლილებებსა და ქორწინების ცნების განსაზღვრების ჩანაწერს.

დღის ამბები