14 დეკემბერი 2024,   10:51
ვრცლად
სასჯელი მოსამართლეების შეურაცხყოფისთვის - იუსტიციის საბჭოს წევრების ინიციატივას არასამთავრობოები და სახალხო დამცველი აკრიტიკებენ

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ბოროტად გამოყენებისთვის, იუსტიციის საბჭოს წევრები სანქციებს ითხოვენ. საბჭოს წევრები თვლიან, რომ სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების მიმართ დასაშვები კრიტიკის ზღვარი უნდა დაწესდეს.

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორისთვის, ევა გოცირიძესთვის, განსაკუთრებით მიუღებელი მედიის ტონია.

საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მათი საკანონმდებლო წინადადების შესახებ დამატებით დეტალებს უახლოეს კვირებში გაასაჯაროვებენ.

იუსტიციის საბჭოს წევრების არგუმენტებს არ იზიარებს არც სახალხო დამცველი. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მიმართავენ ინიციატივის ავტორები კანონმდებლებს.

იუსტიციის საბჭოს ინიციატივა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უნდა განხილულიყო, თუმცა საკითხი გადაიდო. ინიციატორები აცხადებენ, რომ დამატებით დეტალებს საბჭოს მომდევნო სხდომაზე გაასაჯაროებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები