14 დეკემბერი 2024,   11:33
ვრცლად
"29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია, ფიცის დადების მომენტიდან, ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია - ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს ობსტრუქციის დაწყებით" - შალვა პაპუაშვილი

29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის, კანონისა და ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა.

"თუმცა, მე მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საქართველოს კანონმდებლობას დაემორჩილონ. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ასე რომ, ჩემი მოწოდება მხოლოდ ის არის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის ასარჩევად, კენჭისყრა დაიწყო

დღის ამბები