14 დეკემბერი 2024,   10:28
ვრცლად
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, დღეს პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტი ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. მეექვსე პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ერთია - მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ფეხბურთელი და ორი მოწვევის დეპუტატი.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოწყობილია საარჩევნო უბანი. პროცესს ცესკო მართავს. საერთო ჯამში, ქვეყნის პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიის 300 წევრი ირჩევს. აქედან 150 პარლამენტის დეპუტატია. 21 აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, 20 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, 109 კი საკრებულოებიდან არის წარმოდგენილი.

პრეზიდენტის არჩევაში ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, საპრეზიდენტო არჩევნებს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აპროტესტებენ. პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმაა საჭირო, "ქართულ ოცნებას" კი 200-ზე მეტი დელეგატი ჰყავს.

დღის ამბები