14 დეკემბერი 2024,   11:31
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის ასარჩევად, კენჭისყრა დაიწყო

საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტის ასარჩევად, კენჭისყრა დაიწყო.

პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.

ხმის მიცემის დაწყებამდე, კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.

კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

პრეზიდენტის პოსტზე, "ქართული ოცნების" მიერ, წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.

 

დღის ამბები