04 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
უკვე მეოთხე დღეა, დედაქალაქში თბილისის მოდის კვირეული მიმდინარეობს

უკვე მეოთხე დღეა, დედაქალაქში თბილისის მოდის კვირეული მიმდინარეობს. სხვადასხვა ლოკაციაზე ქართველმა და უცხოელმა დიზაინერებმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს და მოდის კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურეს.

კვირეულის ფარგლებში რამდენიმე გამოფენაც გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი ექსპოზიცია გუშინ თბილისის ისტორიის მუზეუმში მოეწყო.

თბილისის მოდის კვირეულზე საკუთარ კოლექციას დღეს კიდევ რამდენიმე დიზაინერი წარადგენს. 5-დღიანი ღონისძიება კი ხვალ განახლებულ აღმაშენებელზე ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დაიხურება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები