04 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
საფრანგეთში საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება

საფრანგეთში საარჩევნო უბნების გახსნამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, ფრანგებმა ხვალ უნდა აირჩიონ, დღეს კი ქვეყანაში სიჩუმის დღეა და წინასაარჩევნო აგიტაცია იკრძალება.

არჩევანი ფრანგებმა 11 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ, თუმცა გამოკითხვებმა საპრეზიდენტო მარათონის 4 ლიდერი უკვე გამოავლინა. კვლევების თანახმად, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ემანუელ მაკრონს აქვს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრს, რომელიც ერთიანი ევროპის იდეალებს იზიარებს, 24% უჭერს მხარს. 23%-ით  მეორე ადგილზეა მარინ ლე პენი. პროგნოზის მიხედვით, მეორე ტურში 19-19 პროცენტიანი რეიტინგით, ყოფილი პრემიერი - ფრანსუა ფიონი და ჟან ლიუკ მელაშონიც გადიან.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ხვალინდელი კენჭისყრის ყველაზე ცუდი ვარიანტი მეორე ტურში ამ 4 კანდიდატიდან მელაშონის და ლე პენის დაპირისპირება იქნება.

კენჭისყრის პროცედურისთვის ყველაფერი მზად არის. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ძალოვანი უწყებები, რომლებმაც საარჩევნო პროცესის დაცვა უნდა უზრუნველყონ. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოებას 50 ათასი პოლიციელი და 7 ათასი ჯარისკაცი დაიცავს.

დღის ამბები